აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთიდან აშშ-ს ჯარის გამოყვენის შესახებ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. "ამერიკის ხმისათვის" მიცემულ ინტერვიუში ობამა აცხადებს, რომ ამერიკა ავღანეთს არ მიატოვებს და მას უსაფრთხოების გამყარებაში დაეხმარება.
ობამას განცხადებით, ავღანეთმა და მისმა მეზობელმა პაკისტანმა ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლონ. მან პაკისტანის მთავრობას თალიბანის მებრძოლების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებიკებაც მოუწოდა.
ავღანეთიდან ფრანგული ჯარის გამოყვანის გადაწყვეტილების შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმაც გააკეთა. მისი განცხადებით, იგი აშშ-ს პრეზიდენტის მიერ შემუშავებული გრაფიკით იხელმძღვანელებს.