ეგვიპტე ქართული რეფორმებით ინტერესდება - ქვეყნის წამყვანი გაზეთი საქართველოში განხორციელებული სამართლდამცავი ორგანოების რეფორმებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. მასში ნათქვამია, რომ ეგვიპტე დღეს თვალს ადევნებს საქართველოს გამოცდილებას "ვარდების რევოლუციის" შემდეგ პოლიციის სისტემაში ჩატარებული რეფორმების შესახებ.
ამ თემას მიუძღვნა რეპორტაჟი ეგვიპტურმა ინტერნეტ ტელევიზიამაც. რეპორტაჟში გამოყენებულია ვრცელი ინტერვიუ შს მინისტრის მოადგილესთან ეკა ზღულაძესთან, რომელიც საქართველოში რეფორმების თავისებურებებზე საუბრობს. მისი თქმით, რეფორმების ჩატარების დროს მთავარი პრობლემა კორუფცია იყო, რისი დაძლევაც მოხერხდა.