ყინწვისის, ნეკრესისა და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსებს, მცხეთის არქიტექტურისა და კედლის მხატვრობის უძველეს ნიმუშებს ცნობილი იტალიელი რესტავრატორი ჯანლუიჯი კოლალუჩი მოინახულებს.
რესტავრაციის სფეროში შეტანილი მრავალი ჯილდოს მფლობელი მეცნიერი საქართველოში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას მოწვევით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში ჯანლუიჯი კოლალუჩი ქართველი სპეციალისტებისთვის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ორ ლექციას წაიკითხავს თემაზე - "სიქსტის კაპელის კონსერვაცია" და "ომის შედეგად დაზიანებული ხელოვნების ნიმუშების რესტავრაცია" .
ჯანლუიჯი კოლალუჩი 1980-1994 წლებში მუშაობდა მიქელანჯელოს სიქსტეს კაპელის რესტავრაციაზე. 2003 წელს მან მიიღო რესტავრაციისა და კონსერვაციის საერთაშორისო ჯილდო, კულტურულ მემკვიდრეობაში 50-წლიანი პროფესიული მოღვაწებისთვისა და განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც მან მიქელანჯელოს სიქსტეს კაპელის რესტავრაციის საქმეში შეიტანა.
კოლალუჩი წლების განმავლობაში მუშაობდა ისეთი მხატვრების ნამუშევრებზე, როგორებიც არიან მიქელანჯელო, რაფაელი, ჯოტო, ლეონარდო, ტიციანი, კარავაჯო და ა.შ
კოლალუჩი იყო პრადოს მუზეუმის მრჩეველი, კითხულობდა ლექციებს რესტავრაციის შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსტეტებში, ისტიტუტებსა და სკოლებში, არის საპატიო წევრი ყველაზე პრესტიჟული სარესტავრაციო ორგანიზაციებისა: კონსერვაციის საერთაშრისო ინსტიტუტი, კულტურულ-სახელოვნებო ასოციაცია "Educatrice Museum of Roma", CICOP (International Centre for the Preservation of the arcitectural heritage).