"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი მიესალმება პენიტენციალურ სისტემაში პროფესიის შემსწავლელი კურსებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ეტაპობრივ მშენებლობას, თუმცა სასჯელაღსრულების სამინისტროს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საკითხებით დაინტერესებასაც ურჩევს.
"კარგია, რომ ხელისუფლებამ დაიწყო პატიმრების განათლებაზე ზრუნვა, მაგრამ უმჯობესი იქნება თუ დღესვე დაიწყებს იმ მთავარ პრობლემებზე ფიქრს, რასაც პატიმრის სიცოცხლისა და უსაფრთხოების უფლების დაცვა ჰქვია. დაუჯერებელია ხელისუფლების ზრუნვა პატიმრების განათლებაზე, მაშინ, როდესაც იგივე უწყებაში, სხვადსხვა მიზეზის გამო, უამრავი ადამიანი იღუპება. ამას გარდა,Aარ მუშაობს კანონით გათვალისწინებული ის ნორმები, რომელიც ითვალისწინებს მსჯავრდებულთა ვადაზე ადრე გათავისუფლებას, სასჯელის გადავადებას, გრძელვადიან პაემნებს, ტელეფონით სარგებლობას, ადვოკატებთან და ოჯახის წევრებთან შეხვედრას" - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ბაკურიძემ.