საერთაშორისო მუსიკალურ კონკურს Golden talent 2011-Batumi" საქართველოს წარმომადგენლის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი. კონკურში ბათუმში, "კოლორადებში" 22 საათზე დაიწყება, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
14 კონკურსანტი ამ დროისათვის ბოლო რეპეტიციებს გადის, რათა საღამოს 22 საათზე წარდგნენ მაყურებლისა და ჟიურის წინაშე. კონკურსანტებს შორის არიან: თიკა მახალდიანი, ანი კეკუა, მიშა სულუიხია, აჩიკო ნიჟარაძე, ელენე ფოჩხუა, ვერიკო მაცაბერიძე, მარიამ ხუცურაული და სხვა.
კონკურსის პირობების თანახმად თოთხმეტივე შემსრულებელი უცხოურ სიმღერებს შეასრულებენ, საიდანაც ჟიური შვიდ საუკეთესოს შეარჩევს, რომლებიც შემდგომ ქართულ სიუმღერებს შეასრულებენ. ამის შემდგომ კი ჟიური საუკეთესოს ამოირჩევსმ, რომელიც საქართველოს "Golden talent 2011-Batumi"-ზე წარადგენს. ჟიურის თავმჯდომარეა დავით ევგენიძე.
როგორც ცნობილია, კომპანია „Georgian Art Fest"- ი, ქალაქ ბათუმის მერიის, აჭარის მთავრობის და დავით ევგენიძის ფონდის მხარდაჭერით, წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო სატელევიზიო მუსიკალურ ფესტივალს „Golden Talent 2011- Batumi
7 სექტემბრიდან - 10 სექტემბერის ჩათვლით, საერთაშორისო სატელევიზიო კონკურსი „Golden Talent 2011-Batimi" უმასპინძლებს მსოფლიოს 25 ქვეყნის პოპულიარულ შემსრულებლებს.
საერთაშორისო შემსრულებლების შერჩევას უზრუნველყოფენ კონკურსის პარტნიორი ტელეკომპანიები. მსოფლიოს 25 ქვეყნის სატელევიზიო არხი აწარმოებს პოპულიარულ და რეიტინგულ მომღერლებს შორის ეროვნული შესარჩევი კონკურსის ჩატარებას, ირჩევს ერთ საუკეთესო მონაწილეს (სოლო, დუეტი) და დელეგირებას უკეთებს საერთაშორისო სატელევიზიო კონკურსის ფინალურ ეტაპზე „Golden Talent 2011- Batumi" -ში მონაწილეობის მისაღებად.
საერთშორისო სატელევიზიო ფესტივალი-კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტი და ტელეკომპანია „იმედი" აწარმოებს საქართველში პოპულიარული მუსიკის შემსრულებელთა ეროვნული შესარჩევი კონკურსის ჩატარებას, ირჩევს ერთ საუკეთესო წარმომადგენელს (სოლო, დუეტი) და დელეგირებას უკეთებს პოპ-მუსიკის შემსრულებელთა საერთაშორისო სატელევიზიო კონკურსის ფინალურ ეტაპზე „Golden Talent 2011 - Batumi" -ში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსის ფინალურ ეტაპზე მონაწილეებს შეაფასებს ორი საერთშორისო პროფესიონალური ჟიური:
ვარსკვლავთა ჟიური - მსოფლიოში ცნობილი საზღვარგარეთის პოპულარული ვარსკვლავები.
საპროდუსერო ჟიური - სხვადასხვა ქვეყნის ტელეკომპანიის წარმომადგენლები, კომპოზიტორები და პროდიუსერები.
საერთაშორისო სატელევიზიო კონკურსის „Golden Talent 2011-Batumi"-ის საქართველოს ტერიტორიაზე პიდაპირ სატელევიზიო ტრანსლიაციას უზრუნველყოფს ტელეკომპანია "იმედი", ხოლო სხვა და სხვა ქვეყნებში პირდაპირ და შემდგომ სატელევიზიო ჩვენებას უზრუნველყოფენ საერთაშორისო კონკურსის პარტნიორი ტელეკომპანიები. ფესტივალს გააშუქებს 25 ქვეყნის სახელმწიფო თუ მუსიკალური არხი. ხოლო უკრაინის ცენტრალური ტელევიზია უზრუნველყოფს ფესტივალის გაშუქებას ქვეყნნის 70-ზე მეტ რეგიონალურ არხზე.
კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოვება ხდება შემდეგი ნომინაციებით:
1 პრემია - გამარჯვებულის დიპლომი და ფულადი პრემია 20 000 აშშ დოლარი.
2 პრემია - გამარჯვებულის დიპლომი და ფულადი პრემია 15 000 აშშ დოლარი.
3 პრემია - გამარჯვებულის დიპლომი და ფულადი პრემია 10 000 აშშ დოლარი.
კონკურსის გამარჯვებულს განსაზრვრავს ჟიური.
კონკურსის დანარჩენი მონაწილეები ღებულობენ სხვა და სხვა ნომინაციებს და ფასიან ჯილდოებს.
კონკურსს გარდა ღონიძიებაში მონაწილეობენ ჟიურიში მოწვეულნი არიან საზღვარგარეთის პოპ-მუსიკის ვარსკვლავები, მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული ჯგუფები. მათ შორის Amerie, Shontell,Chris Willis
4 დღის განმავლობაში - 4 გრანდიოზული შოუ ელოდება ბათუმში ჩამოსულ სტუმრებს.
ძირითადი საკონკურსო პროგრამის შემდეგ ფესტივალის ორგანიზატორები ბათუმის სტუმრებს ღამის კლუბებში ეპატიჟებიან, სადაც Sam Obernik-ს, Kate Ryan-ს და სხვა მუსიკოსებს შეგიძლიათ მოუსმინოთ.
ფესტივალი გაფორმებული იქნება პიროტექნიკური და ანიმაციური შოუ-ელემენტებით. სპეციალურად ამ ფესტივალისთვის ბათუმს ეწვევიან სანახაობრივი შოუს საუკეთესო წარმომადგენლები.
ფესტივალის ორგანიზატორები აგრძელებენ მოლაპარაკებებს მსოფლიო პოპ-მუსიკის ვარსკვლავებთან და მსოფლიოში ცნობილ DJ-თან, რათა თქვენი სტუმრობა ფესტივალზე ბათუმში დაუვიწყარი და განუმეორებელი გახადონ.