რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველები გაათავისუფლეს. ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა საქართველოს 10 მოქალაქე ქართულ მხარეს ცოტა ხნის წინ გადასცა. ამ წუთებში გათავისუფლებული ქართველები გორში იმყოფებიან, სადაც მათ ევროკავშირის წარმომადგენლები ხვდებიან.
ტყვეობაში მყოფმა ქართველებმა პირველი კომენტარები უკვე გააკეთეს. მათი თქმით, ცხინვალის იზოლატორში ყოფნისას მათ ფიზიკურად არ უსწორდებოდნენ.
საქართველოს ყველა მოქალაქე თავს კარგად გრძნობს.
შეგახსენებთ, რომ ლაშა მარკოიშვილი, დავით ჯელაძე, ვიტალი სამხარაძე, თორნიკე ჯელაძე, ბესო ჯელაძე, დიტო მარკოიშვილი, გიორგი მარკოიშვილი, გიორგი მეტრეველი, ვასო მარკოიშვილი და გია კაკრაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 19 ივნისს, ონის რაიონის სოფელ ღარში იმ დროს დააკავეს, როდესაც დღესასწაულ "საჯვარეობას" აღნიშნავდნენ.