ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი იმ საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა, რომლებიც მის ე.წ. პრეზიდენტად წარდგენას მესამე ვადით მოითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ ოსური მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ამ საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობაში ის შეიარაღებული ბოევიკებიც შედიან, რომლებიც იარაღით ხელში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის "დამუკიდებლობისთვის" იბრძოდნენ.
მათი ინფორმაციით, ედუარდ კოკოითიმ მათ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ ე.წ. მესამე ვადით "პრეზიდენტად" კენჭისყრას არ აპირებს.
"მე მთლიანობაში ვიზიარებ თქვენს ღელვას სამხრეთ ოსეთის მომავალთან დაკავშირებით და გთხოვთ, პროვოკაციებს არ წამოეგოთ", _ განაცხადა კოკოითიმ.