ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს 10 მოქალაქის სასამართლო პროცესი დასრულდა. ძაურის რაიონის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეებს ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან გამოძევების გადაწყვეტილება მიიღო.
"საქართველოს მოქალაქეებს: ტ. ჯელაძეს, ბ. ძნელაძეს, დ. ძნელაძეს, ტ. კაკიაშვლს, ვ. მარკოიშვილს, გ. მარკოიშვილს, დ. მარკოიშვილს, ლ. მარკოიშვილს. გ. მეტრეველს და ბ. სამხარაძეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან რესპუბლიკაში მოქმედი ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისად გააძევებენ.
საქართველოს მოქალაქეები, 18 და 19 ივნისს ონის რაიონის სოფელ ღარის მაცხოვრებლები ე.წ. სახელმწიფო საზღვრიდან 1,5 კმ-ის დაშორებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დააკავეს. მისივე ინფორმაციით, ქართველების დაკავებაში ოს სეპარატისტებთან ერთად რუსი ოკუპანტებიც მონაწილეობდნენ.