26-29 ივნისს კახეთი თეატრალური კულტურისა და ქართული ფოლკლორის ფესტივალს "ჟანგბადი-2"-ს უმასპინძლებს. ფესტივალის მიზანია საზოგადოებას ახალი ავტორები, რეჟისორები, მსახიობები და სპექტაკლების დადგმის ახალი მიმდინარეობები გააცნოს. ფესტივალში მონაწილეობას პანკისის ხეობის ფოლკლორული ჯგუფებიც მიიღებენ. ღონისძიებაში მონაწილეობის საშუალება მოზარდთა თეატრალურ ჯგუფებსაც ექნებათ.
ფესტივალი კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელშეწყობით გაიმართება და უშუალო მასპინძელი გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ველისციხის ვასო გოძიაშვილის სახელობის სახალხო თეატრი იქნება.
ფესტივალს ორგანიზებას ფრანგულ-ქართული თეატრალური საზოგადოება"kompani-airen" გაუწევს.