კარელიის საავადმყოფოში პეტროზავოდსკთან მომხდარი ავიაკასტროფის დროს გადარჩენილი ბავშვი დაიღუპა.
10 წლის ანტონ ტერეხინი, რომელსაც სხეულის მძიმე დაზიანება ჰქონდა მიღებული, ექიმებმა სხვა დაშავებულების მსგავსად მოსკოვში არ გადაიყვანეს. მედიკოსები ამის მიზეზად იმას აცხადებენ, რომ მისი ტრანსპორტირება შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულებულიყო.
ამის მიუხედავად ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია „რუს ეირ"-ის თვითმფრინავი "ტუ-134" მოსკოვი-პეტროზავოდსკის რეისს ასრულებდა. თვითმფრინავი პეტროზავოდსკთან ახლოს ჩამოვარდა. კატასტროფის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა, 7 კი გადარჩა.