რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი უფლებების აღდგენის რუსულ აფხაზური ერთობლივი კომისიის გადაწყვეტილებით, რუსეთის რამდენიმე მოქალაქეს აფხაზეთში უკანონოდ წართმეული საცხოვრებელი დაუბრუნდა. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა რწმუნებულმა კონსტანტინე დოლგოვმა გააკეთა.
"აფხაზურ ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კავშირში ამ რთული პრობლემის გადაწყვეტის ძიების გზაზე ვართ. 2010 წლის ოქტომბრიდან კი რუსეთის მოქალაქეების მომართვის საფუძველზე შესაბამისი მექანიზმის ამოქმედებული. კომისიის მიერ განხილულია 187 სარჩელი და 43 მათგანზე უკვე გამოტანილია კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილება", _ აცხადებს დოლგოვი.
დოლგოვი ასევე აცხადებს, რომ ზოგ განმცხადებლებს უკანონოდ წართმეული საცხოვრებელი უკვე დაუბრუნდა.
"ჩვენ არ ვყოფთ რუსეთის მოქალაქეებს ნაციონალური ნიშნით და ჩვენ დავიცავთ კიდეც მათ უფლებებს მიუხედავად მათი ეროვნებისა", _ აცხადებს დოლგოვი.