საქართველოს მხრიდან მომავალი შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის მიღწეულია შეთანხმება მდინარეებზე ფსოუსა და ენგურზე მდგარი რუს ოკუპანტთა რაოდენობის გაზრდის შესახებ. ინფორმავიას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. აღნიშნულია ისიც, რომ ამ შეთანხმებას სეპარატისტებმა და ოკუპანტებმა მაშინ მიაღწიეს, როდესაც სოჭში ერთმანეტს რუსეთის თავდაცვის მინისტრს ანატოლი სერდიუკოვსა და აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრს მერაბ ქიშმარიას შორის შეხვედრა გაიმართა.
"ამჟამად საქართველოს მხრიდან გალის რაიონში კვლავინდებურად გრძელდება პარტიზანული ომის წარმოება. მხარეებს შორის მიღწერილია შეთანხმება, საქართველოს სპეცსამსახურების მიერ მოწყობილი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით ამ რეგიონში სამშვიდობო ძალების რაოდენობის გაზრდის შესახებ. მოსკოვმა და სოხუმმა ამ შეთანხმების რეალიზაცია უკვე დაიწყეს", _ განუცხადა სააგენტო "ლაივ ნიუსს" რუსეთის თავდაცვის სამინისტროში არსებულმა მაღალჩინოსანმა წყარომ.
სააგენტოს მოსაუბრის თქმით, სამშვიდობო კონტიგენტის რაოდენობა 2013 წლამდე 3500 ადამიანამდე გაიზრდება. ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ბაზებზე საერთო ჯამში 1500 სამხედრო იმყოფება.
რუსული მედია ასევე აღნიშნავს, რომ აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს სერდიუკოვისა და ქიშმარიას შეხვედრის ფაქტი, თუმცა "შეხვედრის დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს".
"ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებთ, სოჭის ოლიმპიადის დროს უსაფრთხოება სრულად იქნება დაცული, როგორც საზღვრებზე ისე აფხაზეთის ტერიტორიაზე", _ აცხადებს მერაბ ქიშმარია.