ე.წ. სამხრეთ ოსეთში, კერძოდ, ქალაქ ცხინვალში რუსი პოლიტიკოსების - პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევისა და პრემიერ-მინისრის ვლადიმერ პუტინის სახელობის ქუჩები გაჩნდა. ცხინვალში რუსული სახსრებით მშენებარე მიკრორაიონ "მოკოვსკიში" არსებული ქუჩებისთვის მედევედევისა და პუტინის სახელის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ცხინვალის ე.წ. მერიამ მიიღო.
მიკრორაიონში კიდევ ორ ქუჩას მიენიჭა "სამშობლოს დამცველთა" და ტორეზ კულუმბეკოვის სახელი.
აღსანიშნავია, რომ ცხინვალში 2006 წლიდან იური ლუჟკოვის სახელობის ქუჩაც არსებობს.