მსოფლიო კინოეკრანებზე ზაფხულის კომედია „ცუდი მასწავლებელი" გამოვიდა. ფილმში მთავარ როლებს კამერონ დიასი და ჯასტინ ტიმბერლეიკი ასრულებენ.
„ცუდი მასწავლებელი" არის ფილმი პოლიტიკის გარეშე, რომელიც მაყურებლის გართობაზეა გათვლილი. ფილმში წამოჭრილია მორალური საკითხები.
„მაყურებელი მიიღებს ბევრ დადებით ენერგიას, რაც განაპირობებს ფილმის წარმატებას",-განაცხადა დიასმა.
აღსანიშნავია, რომ მთავარი როლის შემსრულებლები წარსულში შეყვარებულები იყვნენ. თუმცა ამას კამერონ დიასისა და ჯასტინ ტიმბერლეიკის ერთად მუშაობისთვის ხელი არ შეუშლია.