უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონ "ზესტაფონის" მეტოქე მოლდოვას ჩემპიონი "დაჩია" იქნება. ამის შესახებ ცნობილი შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევრიტურნირების კენჭისყრაზე გახდა ცნობილი.
ქართველები პირველ მატჩს შინ, 12 ან 13 ივლისს გამართავენ, საპასუხო შეხვედრა კი, ერთი კვირის შემდეგ, მოლდოვის დედაქალაქში შედგება.
"ზესტაფონის" მსგავსად „დაჩია" პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
აღსანიშნავია, რომ "დაჩიაში" ორი ქართველი ფეხბურთელი დავით გამეზარდაშვილი და ლევან კორღალიძე თამაშობენ.