სეპარატისტულ აფხაზეთში უცნობმა პირებმა ნოტარიალური კანტორა ააფეთქეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"ბოროტმოქმედებმა სოხუმის ნომერ პირველი ნოტარიალური კანტორის შენობა ააფეთქეს. აფეთქების შედეგად იურისტის კაბინეტი დაზარალდა", _ იუწყება აფხაზური მედია.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მომუშავე კრიმინალისტებმა ასაფეთქებელი ნივთიერებების ფრაგმენტები აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით ასაფეთქებელი ნივთიერება ურღუბლო იყო.
გამოძიებას სოხუმის ე.წ. საგამოძიებო სამმართველო აწარმოებს.