18 ივნისიდან "აირზენა" ბათუმი-ბაქო-ბათუმის მიმართულებით ავიარეისების შესრულებას იწყებს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ვაჟა დიასამიძემ განუცხადა, 18 ივნისს ბაქოდან ბათუმში "აირზენას" პირველი რეისით 100-ზე მეტი ტურისტი ჩამოვა, რომლებიც აჭარაში ერთი კვირის განმავლობაში დარჩებიან.
დიასამიძის განცხადებით, აზერბაიჯანელი ტურისტებისთვის სხვადასხვა ტიპის ექსკურსიებია დაგეგმილი.
"აირზენას" ინფორმაციით, ბათუმი-ბაქო-ბათუმის რეისები კვირაში სამჯერ - ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს განხორციელდებს.