15 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5-მა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 23 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.220%-ით განისაზღვრა, მაქსიმალური 9.430%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.366%-ით განისაზღვრა.