რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, ანდრეს ფოგ რასმუსენს, 16 დეკემბერს მოსკოვში შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ინტერნეტგვერდი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ნატოს გენერალური მდივანი რუსეთში სამუშაო ვიზიტით 15 დეკემბერს ჩავა. რასმუსენი მოსკოვს 17 დეკემბერს დატოვებს.