ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას პედაგოგებისთვის დაპირებული მეცამეტე ხელფასის მიცემას სთხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი ახვლედიანმა ბრიფინგი გამართა. როგორც ახვლედინმა განუმარტა ჟურნალისტებს, 2007 წლის ბოლოს პრეზიდენტი წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მასწავლებლებს დაჰპირდა, რომ ყოველწლიურად ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნებოდა მეცამეტე ხელფასისთვის საჭირო თანხები.
"ეს იქნება იმ ასი ათასამდე პედაგოგის მცირედი მხარდაჭერა, რომლებიც წლების განმავლობაში მიზერული ანაზღაურებით ემსახურებოდნენ ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს - მომავალი თაობის აღზრდას", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
მასწავლებლებისთვის მეცამეტე ხელფასის მიცემას ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის გარდა, განათლებისა და მეცნიერების პროფკავშირიც ითხოვს.