ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი თომას ჰამარბერგი 17 დეკემბერს საქართველოს ისევ ეწვევა.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილის ინფორმაციით, ჰამერბერგი ცხინვალში ჩავა და ტირძნისიდან გატაცებული ორი მოზარდის გათავისუფლების პროცესში ისევ ჩაერთვება.
წინასწარი ინფორმაციით, ორ მოზარდს, რომელიც ჯერ კიდევ სეპარატისტთა ტყვეობაში რჩებიან სწორედ ჰამერბერგის ჩამოსვლის შემდეგ გაათავისუფლებენ.
შეგახსენებთ, რომ ქართული მხარე და გატაცებული ბავშვების ოჯახის წევრები მათ გათავისუფლებას დღეს ელოდნენ, თუმცა ისინი ერგნეთის საგუშაგოსთან ამ დრომდე უშედეგოდ იცდიან.