მაღალი ძაბვის ქვესადგურის `მთაწმინდა" რეკონსტრუქცია დასრულდა. განახლებული ობიექტი `თელასის" გენერალურმა დირექტორმა იური პიმონოვმა თბილისის მერ გიგი უგულავასთან და ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურთან ერთად დღეს საზეიმოდ გახსნა.
110-კილოვოლტიანი ქვესადგური `მთაწმინდა~ ელექტროენერგიით თბილისის მჭიდროდ დასახლებული ცენტრალური რაიონების - ვაკის ვერისა და მთაწმინდის 21000 აბონენტს ემსახურება. თბილისის ეს ნაწილი ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობითა და ქსელზე მიერთებული ახალი აბონენტების რაოდენობის მიხედვით ყველაზე სწრაფად მზარდი უბანია.
საიმედო ელექტრომომარაგების, დამატებითი სიმძლავრეების უზრუნველყოფისა და ქვესადგურზე ავარიული სიტუაციების შექმნის რისკის თავიდან აცილების მიზნით, რაც თავის მხრივ ქვესადგურზე 1991-1999 წწ მანძილზე გემიური სარემონტო სამუშაოების განუხორციელებლობამ, ხანგრძლივმა ენერგოდეფიციტმა, ელექტროენერგიის უკონტროლო მოხმარებამ და ელექტროქსელის გადატვირთვამ განაპირობა, დაისახა გეგმა მაღალი ძაბვის ქვესადგურის კაპიტალურად განახლებისათვის.
`თელასის" საინვესტიციო პროგრამის შესაბამისად `მთაწმინდის~ ქვესადგურის რეკონსტრუქცია 3 ეტაპად დაიყო, რომელიც დედაქალაქის ცენტრალური ნაწილის ელექტრომომარაგების საიმედოობის გაზრდასა და დამატებითი სიმძლავრეების შექმნას ისახავდა მიზნად.
ქვესადგურის კაპიტალური რეკონსტრუქციის პროგრამის I და II ეტაპის ფარგლებში, რომელიც ობიექტის დაბალი ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობების მოდერნიზებას ითვლისწინებდა `თელასმა" 2008 წელს უკვე დაასრულა.
მიმდინარე წელს კი მე-3 დასკვნითი ეტაპის ფარგლებში კომპანიამ შემდეგი სამუშაოები ჩაატარა: 1. განხორციელდა 110-კილოვოლტის ღია გამანაწილებელი სისტემის სრულ რეკონსტრუქცია. პროექტის მიმდინარეობისას მთავარ სირთულეს რელიეფური პირობები წარმოადგენდა. ელექტრომომარაგების მაღალი საიმედოობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალიწინებით საჭირო გახდა მაღალი ძაბვის ძველი ღია გამანაწილებელი მოწყობილობის დემონტაჟი და გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე ახალი 110 კილოვოლტიანი გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა.
2. სექციების მიხედვით რეკონსტრუქცია ჩაუტარდა მაღალი ძაბვის საკომუტაციო აპარატურას. კაპიტალურად გარემონტდა ძალოვანი (25 და 40 მვა) ტრანსფორმატორები. ქვესადგურის 110 კილოვოლტიანი გამანაწილებელი ქსელი მთლიანად აღიჭურვა `სიმენსის" ფირმის კომპაქტური ელეგაზური ამომრთველებით, ციფრული სარელეო დაცვის მექანიზმებით, ულტრატანამედროვე ძაბვის რეგულატორებითა და სიგნალიზაციის სისტემებით.
3. ოპერატიული მართვის სისტემის შექმნის მიზნით უკვე შესაძლებელია ქვესადგურიდან ცენტრალურ სადისპეჩერო პულტზე ინფორმაციის გადაცემა. მორიგე ოპერატორის ავტომატიზებული სამუშაო ადგილი უზრუნველყოფილია სერვერითა და სპეციალური მონიტორით, სადაც წარმოდგენილია ქვესადგურის სრული სქემა და მისი ძირითადი ელექტრული საზომი პარამეტრები. ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესაძლებელია ობიექტის ყველა საკომუტაციო აპარატის დისტანციური მართვა, რაც შემდგომში ქვესადგურის `შKADA_ს" მართვის სისტემაზე გადაყვანის საშუალებას იძლევა.
`მთაწმინდის~ რეკონსტრუქციის სამუშაოებზე დამტკიცებული საინვესტიციო გეგმის შესაბამისად 4 მლნ. ლარამდე დაიხარჯა.
ქვესადგურ `მთაწმიდა~-ს რეაბილიტაციის შედეგად, ქვესადგურის ოპერატიული მართვის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა. შემცირდა ავარიული გამორთვების რაოდენობა. მომხმარებლის ელექტრომომარაგების საიმედოობა და უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაიზარდა.