16 დეკემბერს, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირს შორის დიალოგი გაიმართება.
როგორც დღეს გამართულ, ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, შეხვედრა ადამიანის უფლებების საკითხებს მიეძღვნება.
კალანდაძის განმარტებით, შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების სამივე შტო - აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება იქნება წარმოდგენილი.
მისივე თქმით, საქართველო-ევროკავშირს შორის დიალოგი წელიწადში ორჯერ იმართება.
"წელს ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა. მასზე მედიის თავისუფლებასა და იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემებზე იყო საუბარი", - განმარტა მან.
აღნიშნულ შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციას ბრიუსელში საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი უხელმძღვანელებს.