საქართველოს საგარეო უწყება ცნობილი რუსი დისიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს.
როგორც ჟურნალისტებს საგარე საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განუცხადა, პარიზში მცხროვრებმა რუსმა დისიდენტმა ალექსანდრ ბონდარიოვმ შესაბამისი თხოვნით საფრანგეთში საქართველოს საკონსულოს უკვე მიმართა.
"ამ ინფორმაციას ვფლობთ იქედან გამომდინარე, რომ შესაბამისი თხოვნით რუსეთის მოქალაქემ საფრანგეთში ჩვენს საკონსულოს მიმართა. ეს ოფიციალური პროცედურაა. ყველას აქვს უფლება საქართველოს მოქალაქეობა მოითხოვოს და ორმაგი მოქალაქის სტატუსით ისარგებლოს. ქართული მხარე განიხილავს ამ წინადადებას და მიზანშეწონილობის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ გავცელებული ინფორმაციით, პარიზში მცხოვრებ ცნობილ რუს დისიდენტს ალექსანდრ ბონდარიოვს საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურს.