დღეს, 14 დეკემბერს, 14:00 საათზე "ეროვნული ფორუმი" ადიგენის რაიონულ ორგანიზაციას დააფუძნებს
1-ლი დეკემბრიდან "ეროვნულმა ფორუმმა" რეგიონებში პარტიული ორგანიზაციების დაფუძნება დაიწყო. ათი დღის განმავლობაში "ეროვნული ფორუმი" რეგიონებში პარტიის რაიონულ და საქალაქო ორგანიზაციებს აფუძნებს. პირველი დამფუძნებელი კონფერენცია ფოთში გაიმართა. უკვე დაფუძნდა წალენჯიხის, საგარეჯოს, ონის, ამბროლაურის, ლენტეხის, საჩხერის, ცაგერის რაიონული ორგანიზაციები.