დღეს, 14 დეკემბერს, პარლამენტში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს ელოდებიან.
შაშკინი ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ძველი თანამდებობის რანგში წარსდგება.
შაშკინი კომიტეტის სხდომაზე სასჯელაღსრულების სამინისტროში ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრებს. კომიტეტის სხდომა 16:00 საათზე დაიწყება.
2010 წლის იანვარში, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტი მსგავს ანგარიშს ლტოლვილთა და განახლების მინისტრ კობა სუბელიანისგან ჩაიბარებს.