დღეს, 14 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ორშაბათის ტრადიციული ბრიფინგი გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე კვირის მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს კიდევ ერთხელ შეაჯამებს, მათ შორის ვაშაძის უწყება სავარაუდოდ, აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს კიდევ ერთხელ დაგმობს და ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების გათავისუფლებას ისევ მოითხოვს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ორშაბათის ტრადიციული პრესკონფერენციაზე 11:00 საათზეა დანიშნული.