"საქართველო მიუხედავად მრავალი განსაცდელისა, არ დაეცემა და გამთლიანდება", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსთავში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში, ქადაგებისას განაცხადა.
"საქართველო მიუხედავად იმისა, რომ მრავალი განსაცდელი უნახავს, არ დაეცემა. საქართველო ძლიერად იდგება ფეხზე და გამთლიანდება და აყვავდება. ასეთია ნება ღვთისა და მადლობთ უფალს, ამ დიდი წყალობისთვის", - ბრძანა უწმინდესმა.
აღსანიშნავია, რომ ილია მეორემ, მას შემდეგ რაც მრევლს ანდრია პირველწოდებულისა და ვახტანგ გორგასლის ხსენების დღე მიულოცა, რუსთავის ეპარქიის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა. რუსთავის ეპაექია უწმინდესმა მამა იონალე გამრეკელს ჩააბარა.
მოგვიანებით ილია მეორემ სასულიერო პირებიც დააჯილდოვა.