ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოში H1N1 ვირუსის 40 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა.
ოფიციალური ინფორმაციით, აქედან 1 500 პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობდა.
ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას ექიმთან მისვლისკენ გრიპის პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების პირველი შემთხვევაც დაფიქსირდა. 27 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ გარდაიცვალა.