ზუბალაშვილების ქუჩაზე ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირით მოიწამლნენ.
წინასწარი ინფორმაციით, ვაჟა დოლიძისა და ლილი კირვალიძის ინტოქსიკაცია წყლის გამაცხელებლის არასწორმა დამონტაჟებამ გამოიწვია.
დაზარალებულები ამ დროისათვის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკაში არიან მოთავსებული, სადაც სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
მათ სიცოცხლეს ამ დროისათვის საფრთხე აღარ ემუქრება. ექიმების განცხადებით, დოლიძისა და კირვალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.