H1N1 ვირუსით დაინფიცირებული სამი მოქალაქის მდგომარეობა, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი, ისევ კრიტიკულია.
ისინი სასუნთქ აპარატზეა რჩებიან შეერთებულნი. სამივე მათგანს ორმხრივი პნევმონია აღენიშნება.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ღორის გრიპით დაინფიცირებულები ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. ექიმების განცხადებით, მათი მდგომარეობის გართულების მიზეზი დაგვიანებული მკურნალობაა.