დღეს, 13 დეკემბერს მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში მიემგზავრება.
ნოღაიდელი მოლაპარაკებებს "იდინაია რასიასთან" რამდენიმე საკითხზე გამართავს. საუბარი შეეხება პატიმრობაში დარჩენილი ორი ტირძნისელი მოზარდის გათავისუფლებას; რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას; რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის აღდგენის დაწყებას და რუსეთში მცხოვრები ქართველების რეგისტრაციას.
მოსკოვში ვიზიტისას ნოღაიდელი ევგენი პრიმაკოვსაც შეხვედება.
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ ნოღაიდელის მოსკოვში მესამე ვიზიტის ფარგლებში კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება იგეგმება. ნოღაიდელი საქართველოში 17 დეკემბერს დაბრუნდება.