ახალი ომბუდსმენი გიორგი ტუღუში სახალხო დამცველის აპარატში ცვლილებებსაც გეგმავს. როგორც დღეს პირველ პრესკონფერენციაზე გიორგი ტუღუშმა განაცხადა, საკადრო ცვლილებები იქნება, მაგრამ ამას არ ექნება სერიოზული ხასიათი.
ტუღუშმა ჟურნალისტებს დღესვე წარუდგინა სახალხო დამცველის ახალი მოადგილე ტატა ხუნწარია. ტუღუშის ახალი მოადგილე მუშაობას 1 ოქტომბერს შეუდგება.
"საკადრო ცვლილებები იქნება, მაგრამ ამას არ ექნება სერიოზული ხასიათი. ვეცდები ვიყო თანმიმდევრული და ყველაფერს ერთად არ შევეჭიდო. პირველ რიგში, ვეცდები, დავალაგო აპარატი. ცვლილებები იქნება, მაგრამ არ იქნება განცხადებების დაწერები და სამსახურიდან მასობრივი დათხოვნა", _ განაცხადა ტუღუშმა.
ახალმა სახალხო დამცველმა წინამორბედის საქმიანობა პოზიტიურად შეაფასა და განაცხადა, რომ სოზარ სუბარს ძალიან ბევრი ძლიერი მხარე ჰქონდა და ის კარგი სახალხო დამცველი იყო.