ტაილანდის ხელისუფლებამ საქართველოში დარეგისტრირებული სატვირთო თვითმფრინავი დააკავა, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის პარტიით მოფრინავდა. ინფორმაციას ამის შესახებ, გაზეთ "ბანკოკ პოსტის" ვებგვერდზე დაყრდნობით რუსული სააგენტო "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
გავცელებული ინფორმაციით, იარაღი თვითმფრინავის ბორტზე მაშინ ამოაჩინეს, როდესაც იგი საწვავის დასამატებლად ბანკოკის აეროპორტში დაჯდა.
"ბანკოკ პოსტის" ინფორმაციით, რაც შეეხება თვითმფრინავის ეკიპაჟს იგი ბელორუსიის ხუთი მოქალაქისგან შედგება. ტაილანდის საჰაერო ძალების პრესსამსახურის ინფორმაციით, თვითმფრინავი ფხენიანიდან მოფრინავდა.
მიმდინარეობს გამოძიება, ტაილანდური მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ეკიპაჟს წაუყენებენ ბრალდებას ტვირთის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და ტაილანდის ტერიტორიის გავლით იარაღის არალეგალური ტრანსპორტირების გამო.
ორივე ეს ბრალდება ტაილანდური კანონებით სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია.