საქართველოში H1N1 ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფიცირებული ბათუმში მცხოვრები რამაზ ბეჟანიძე, რომლის მდგომარეობაც უმძიმესი იყო, დღეს გარდაიცვალა. ბეჟანიძის გარდაცვალების მიზეზი გულის მოულოდნელი გაჩერება გახდა.
ბეჟანიძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა, პაციენტი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამო გარდაიცვალა.