.ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი ტელე-რადიო კომპანია ,,თრიალეთის" ოფისს ეწვია. მან დაათვლიერა ადგილობრივი მაუწყებლობის კომპანია და გამოთქვა თავისი მოსაზრებები რეგიონალური ტელევიზიების მუშაობისა და მათი როლის შესახებ დემოკრატიის განვითარებაში: ,,მე როგორც ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი საქრთველოში, ვთვლი რომ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წვლილი მოდის რეგიონულ ტელევიზიებზე და სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე დახმარება აღმოუჩინეთ ომის შედეგად დაზარალებულ ტელეკომპანია ,,თრიალეთს".
ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯონი ნანეტაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის ელჩს ომის შედეგად დაზიანებული ტელე-რადიო კომპანიისათვის აღმოჩენილი დახმარების გაწევისთვის, რის შედეგადაც ტელე-რადიო კომპანია ,,თრიალეთმა" მაუწყებლობის აღდგენა შეძლო.
ჯონ ბასი ,,თრიალეთს" მომავალშიც დაპირდა მხარდაჭერას.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ტელე-რადიო კომპანია ,,თრიალეთის'' ეთერში პირველი კომენტარები გააკეთა გატაცებულ ბავშვებთან და ქვეყნის ოკუპაციასთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება ბავშვების გატაცებას და ტერიტორიების ოკუპაციას ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ურყევია. ჩვენ მოვითხოვთ ტირძნისელი 2 მოზარდის გათავისუფლებას და საერთაშორისო ბერკეტის გამოყენებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი სამხედროების საერთაშორისო დამკვირვებლებით ჩანაცვლებას'', _ განაცხადა ჯონ ბასმა ტელე-რადიო კომპანია „თრიელეთთან" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.