მოძრაობამ "სამართლიანი საქართველოსთვის" "კარდაკარის" აქცია დაიწყო. მოძრაობის წარმომადგენელთა განცხადებით, აქცია მიზნად ისახავს ამომრჩეველთა სიების გადამოწმებას და საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტებას.
მოძრაობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აქციის პირველივე დღეებში გამოვლინდა მთელი რიგი ნაკლოვანებები, რამაც შესაძლოა, სერიოზული გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ზოგიერთ საარჩევნო უბანში გამოტოვებულია ქუჩები ან ქუჩის ნაწილი, სხვადასხვა შენობები და საცხოვრებელი კორპუსები, ასევე შემთხვევები, როდესაც არეულია სოფლებისა და სხვადასხვა დასახლებული პუნქტების საარჩევნო უბნების საზღვრები
"ზოგიერთ საარჩევნო უბანში გამოტოვებულია მთელი ქუჩები ან ქუჩის ნაწილი, სხვადასხვა შენობები და საცხოვრებელი კორპუსები. ხშირია შემთხვევები, როდესაც არეულია სოფლებისა და სხვადასხვა დასახლებული პუნქტების საარჩევნო უბნების საზღვრები. ამის გამო, ხდება ერთი პიროვნების რეგისტრირება ორ საარჩევნო უბანზე. ამასთან, საარჩევნო სიის ანბანის მიხედვით შედგენის წესი სერიოზულ პრობლემებს უქმნის სოფლად მცხოვრებ ამომრჩევლებს. გარდა ამისა, დასახვეწი და დასაზუსტებელია საარჩევნო უბნების საზღვრების დასახელებები. საჭიროა მათი ერთიან სტანდარტულ ფორმაში მოქცევა", _ აცხადებენ მოძრაობა სამართლიანი საქართველოს წარმომადგენლები.