სამართალდამცველებმა ადვოკატი რევაზ ნადარეიშვილი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფ დავით ქურციკიძის ოჯახისწევრებს მოტყუებით საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ჯარიმის სახით ბიუჯეტში შესატანად 5 ათასი ლარი გადაახდევინა. ნადარეიშვილმა თანხის სანაცვლოდ ქურციკიძის ოჯახს შესაბამისი ყალბი სალარო ორდერი გადასცა.
ნადარეიშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის II ნაწილის ბ ქვეპუნქტით.