დღეს, 1-ელ ივნისს, 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ალაფის მესამე ტურის შეხვედრები "ავჭალისა" და "შევარდენის" სტადიონებზე გაიმართება.
ტურის პირველი შეხვედრა "შევარდენის" სტადიონზე გაიმართება. ერთმანეთს კანადისა და ზიმბაბვეს ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
14:00 საათზე "ავჭალის" სტადიონზე დაიწყება ურუგვაისა და აშშ-ის გუნდების შეხვედრა. ამავე სტადიონზე 16:00 საათზე ერთმანეთს შეხვდებიან სამოას და რუსეთის ნაკრები გუნდები.
მესამე ტურის ცენტრალური შეხვედრა დაიწყება 18:00 საათზე "ავჭალის" სტადიონზე. საქართველოს ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდება.
ამ შეხვედრის მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები B ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს და ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს.