კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ადასტურებს მზდყოფნას კორეის ბირთვულ პრობლემასთან დაკავშირებით ექვსმხრივი მოლაპარაკებების განახლების შესახებ. შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო უწყებამ გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეა და აშშ მივიდნენ შეთანხმებამდე, ერთობლივად იმუშაონ არსებული აზრთა სხვადასხვაობის შესამცრებლად.
ფხენიანის აღნიშნული განცხადება არის პირველი რეაქცია ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის მომდინარე მოლაპარაკებეთან დაკავშირებით. ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის ფხენიანში გაიმართული მოლაპარაკებების მთავარი მიზანი იყო კორეის სახალხო დემოკატიული რესპუბლიკის დარწმუნება, განაახლონ ჩიხში შესული მოლაპარაკებები ბირთვულ პრობლემასთან დაკავშირებით.
ამერიკულმა მხარემ გამართული მოლაპარაკებები "ძალიან სასარგებლოდ" შეაფასა და განაცხადა, რომ აშშ და კსდრ არსებული პრობლემების ირგვლივ "მივიდნენ ურთიერთგაგებამდე".
შეგახსენებთ, რომ ექვსმხრივი მოლაპარაკებები კორეის ბირთვულ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელშიც ჩინეთი, რუსეთი, აშშ, იაპონია და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა მონაწილეობენ, 2008 წლის დეკემბრის შემდეგ არ განახლებულა. ვითარება გაართულა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ მიმდინარე წლის 25 მაისს ჩატარებულმა ბირთვულმა გამოცდამ.