ჯანდაცვის სამინისტროსა და ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, ყოველ პარასკევს, 14:00 საათზე, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს ჯანდაცვის სამინისტროში დაიბარებენ და ე. წ. ღორის გრიპის ვირუსის გავრცელების შესახებ იმსჯელებენ. ეს გადაწყვეტილება დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ საგანგებო თათბირზე მიიღეს, რომელსაც სამკურნალო დაწესებულებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
სამკურნალო დაწესებულებების ხელმძღვანელები ჯანდაცვის სამინისტროში
ე. წ. ღორის გრიპის შემთხვევების მატების გამო ინსტრუქციებისათვის დაიბარეს.
ჯანდაცვის სამინისროში აცხადებენ, რომ მედიკოსებს გავლილი აქვთ ტრეინიგები, თუმცა სურათი ყოველდღიურად იცვლება და ახალი დეტალები ჩნდება, ამიტომ ყოველკვირეულად ინფორმაციის შეჯერება და ახალი რეკომენდაციების მიღება აუცილებელია.
თათბირზე ისაუბრეს პრეპარატ "ტამიფლუზე" და იმაზე, თუ რა შემთხვვაში უნდა მოხდეს მისი დანიშვნა. სამინისტროში აცხადებენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ამ პრეპარატის დაიშვნა არ შეიძლება. "ტამიფლუ" მხოლოდ განსაკუთრეებით მძიმე ან პროგრესირებად მძიმე შემთხვევებში უნდა დაინიშნოს.
თავად სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პაციენტთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, პანიკის საფუძველი არ არსებობს, იმიტომ რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა სრულ მზადყოფნაშია.
"ეპიდემია ეს ნიშნავს პაციენტების რაოდენობას რომელიც საერთოდ ფონურ ნორმაზე მეტია. რაც შეეხება ჩვენ დღევანდელ მდგომარეობას ჩვენ ფონურზე მაღალი მდგომარეობა არ გვაქვს. ეს დაავადება მიმდინარეობს ბევრად უფრო იოლად, ვიდრე სეზონური გრიპები რომელიც მიმდინარეობდა ამ წლებში, უბრალოდ აქ არის მაღალი გადამდებობა",_ აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კოკა ფრუიძე.