ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი 27 წლის რამაზ ბეჟანიძის მდგომარეობა კრიტიკულია. მას ორივე ფილტვის შეშუპება განუვითარდა.
ღორის გრიპის დიაგნოზით პაციენტი საავადმყოფოში 7 დეკემბერს მიიყვანეს და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს. რამაზ ბეჟანიძე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
ღორის გრიპის დიაგნოზით ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ ორი პაციენტი მკურნალობს, რომელთაც კლინიკიდან დღის ბოლოს გაწერენ.