ეგვიპტე საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი მხარდაჭერა ოფიციალური ქაიროს წარმომადგენლებმა ქართულ მხარესთან გამართულ პოლიტიკურ კონსულტაციებზე დააფიქსირეს.
როგორც "ჯი-იეჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, ეგვიპტურმა მხარემ განაცხადა, რომ მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკას.
შეგახსენებთ, რომ ქაიროში საქართველო-ეგვიპტეს შორის პოლიტიკური კონსულტაციები 8-9 დეკემბერს გაიმართა.