თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი H1N1 ვირუსით ინფიცირებული პაციენტი სასუნთქ აპარატზეა შეერთებული.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა, ანა ლაღიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, პაციენტების მდგომარეობა ამ დრომდე უმძიმესია. სასუნთქ აპარატზე 55 წლის მამაკაცი და 48 წლის ქალბატონია შეერთებული. მათ ორმხრივი, პნევმონია აღენიშნებათ.
"სახეზეა ორმხრივი ტოტალური პნევმონია. მდგომარეობის გართულების მიზეზი ის არის, რომ პაციენტებმა დროულად არ მიმართეს ექიმს და მათი ჰოსპიტალიზაცია დაგვიანებით მოხდა", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ანა ლაღიძემ.
შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროითვის საქართველოში 800-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.