ქვეყანაში ე.წ ღორის გრიპის ეპიდემია მაშინ გამოცხადდება, როდესაც 100 000 მოსახლეზე 1100-ის, ანუ ყოველი მეათეს დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდება, _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა. მისი თქმით, ამ დროისათვის ეპიდემია არ არის.
"ამ დროისათვის ასი ათას მოსახლეზე 800-ის დაინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება. ეპიდემია მაშინ გამოცხადდება, როდესაც ასიათას მოსახლეზე 1000-ის დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდება, ანუ ყოველი მეათე ადამიანი დაინფიცირდება. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ასეთის სურათი: ასიათას მოსახლეზე დაინფიცირებულია 800 ადამიანი", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" პაატა იმნაძემ.
ღორსი გრიპის ვირუსით გამოხატული სიმპტომებით იაშვილის სახელობის კლინიკაში პაციენტების რაოდენობა იზრდება. ბოლო დღეღამის განმავლობაში დაწესებულებას 42-მა ადამიანმა მიმართა. მათგან 10-ს გრიპის კლინიკური ნიშნები აღმოჩნდა.
ამჯამად იაშვილის სახელმოს კლინიკაში 32 ბავშვი წევს და აქედან 22-ს პრეპარატ "ტამიფლუთი" მკურნალობენ.
ლაბორატორიულად კლინიკაში დადასტურებულია ღორის გრიპის 13 შემთხვევა, ხოლო დანარჩენ 19-ს მკვეთრად გამოხატული ნიშნები აქვს. ამ დაავადების ვირუსით დაავადებულთა დადასტურებული რაოდენობა კიდევ 20-ით გაიზარდა. ამჟამად სულ ღორის გრიპით 800 ადამიანია დაინფიცირებული.