11 დეკემბერს, 14:30 საათზე, "ეროვნული ფორუმი" საჩხერის რაიონულ ორგანიზაციას დააფუძნებს. 14 დეკემბერს, 14:00 საათზე კი - ადიგენის რაიონულ ორგანიზაციას.
1-ლი დეკემბრიდან "ეროვნულმა ფორუმმა" რეგიონებში პარტიული ორგანიზაციების დაფუძნება დაიწყო. ათი დღის განმავლობაში "ეროვნული ფორუმი" რეგიონებში პარტიის რაიონულ და საქალაქო ორგანიზაციებს აფუძნებს. პირველი დამფუძნებელი კონფერენცია ფოთში გაიმართა. უკვე დაფუძნდა წალენჯიხის, საგარეჯოს, ონის, ამბროლაურის, ლენტესიხ, ცაგერის რაიონული ორგანიზაციები.