11 დეკემბერს, 11:00 საათზე, ევროსაბჭოს ოფისში გაიმართება ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საქართველოში ჰამერბერგის წარმომადგენელის, საბინა დიუხლერის შეხვედრა.
შეხვედრაში ახალგაზრდული ორგანიზაციებიდან მონაწილეობას მიიღებენ "ახალგაზრდული ფორუმის", რესპუბლიკური პარტიის, "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისა და "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველების", მოძრაობა "შემოგვიერთდის" და სტუდენტური გაზეთის -"თსუ თაიმსის" წარმომადგენლები.
ევროსაბჭოს წარმომადგენლობა ახალგაზრდული ორგანიზაციების მიმართვას გამოეხმაურა. "ეროვნული ფორუმის" ახალგაზრდული ორგანიზაციის - "ახალგაზრდული ფორუმის" ინიციატივით, 5 დეკემბერს პოლიტიკური პარტიებისა და სხვა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა მიმართეს ევროსაბჭოს შეხვედრის თხოვნით, რათა მომხდარიყო ოსი სეპარატისტების ტყვეობაში დარჩენილი ტირძნისელი ახალგაზრდებისა და კიდევ ერთი გატაცებულის - გიორგი არჩვაძის შესახებ ინფორმაციის გაცვლა.