11 დეკემბერს პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება. სესიაზე განიხილავენ კანონპროქტებს, რაც "საარჩევნო კოდექსში~ შეტანილ ცვლილებებს უკავშირდება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აღნიშნა, "საარჩევნო კოდექსში~ ცვლილებების შეტანის პროექტი პირველი მოსმენით მიღებულია, მაგრამ მეორე მოსმენამდე უნდა მოესწოროს იმ საკითხების განხილვა, რაც აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარეობს.