სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია აცხადებს, რომ სან-მარინოს მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება "ჯერჯერობით" არ განიხილება.
"აფხაზეთსა და სან-მარინოს შორის მართლაც მყარდება გარკვეული კონტაქტები, თუმცა ამ ევროპული სახელმწიფოს მიერ ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი ჯერ არ განგვიხილავს", _ აცხადებს ღვინჯია გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც, სან-მარინო აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებს.
"ორ ქვეყანას შორის მყარდება ჩვეულებრივი კონტაქტები განათლებისა და კულტურის სფეროში. ასეთი კონტაქტებს ვავითარებთ სხვა ქვეყნებთანაც და არაფერი გასაკვირი ამაში არ არის. აფხაზეთი სხვა ქვეყნებთანაც აპირებს კონტაქტების განვითარებას და არასოდეს თავისი დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს არ აყენებს კულტურის, სპორტისა და განათლების სფეროში კონტაქტების აღიარების საპირწონედ", _ აცხადებს ღვინჯია.