ახალ ათონში სასულიერო-სახალხო შეკრება გაიმართა. რუსული მედია წერს, რომ ამ შეკრებაზე აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მომავალი ბედი წყდებოდა. ბოლო დროს მსგავსი საეკლესიო შეკრება 1917 წელს გაიმართა, მაშინ "ცნობილმა საერო და სასულიერო პირებმა აფხაზური ეკლესიის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, მაგრა მისი განხორციელება ცხოვრებაში ვერ მოხერხდა ოქტომბრის ცნობილი მოვლენების გამო", _ წერს რუსული მედია.
15 მაისს საერო და სასულიერო შეკრება სეპარატისტულ აფხაზეთში ახალი ათონის მონასტრის კედლებთან გაიმართა. ამ შეკრებაში, ორგანიზატორთა შეფასებით სამი ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
მკაცრმა რეგლამენტმა ყველა მსურველს გამოსვლის საშულება არ მისცა, თუმცა მათ ვისაც სიტყვით გამოსვლამ მოუწია შეჯერდნენ იმ აზრზე, რომ - "15 მაისს აფხაზეთში ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენა გაიმართა, რომელსაც პარლამენტის სხდომის ჩატარებაზე უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა". გამომსვლელთა აზრით, რესპუბლიკაში პარადოქსალური სიტუაციაა შექმნილი, მაშინ როდესაც პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თავისი ბრძანებით აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და იგი საერთაშორისო სამართლის ლეგიტიმურ სუბიექტად აღიარა, რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ არ სცნო ადგილობრივი ეპარქიის თვითმმართველობის უფლება.
"ოფიციალურად აფხაზეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიის წიაღში იმყოფება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვიდრე ჩვენ თვითონ არ ვაღიარებთ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობას მას ვერავინ ვერ აღიარებს - ჩვენი დღევანდელი აღიარებით კი ჩვენ მხარს ვუჭერთ დიმიტრი მედვედევის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას - აი რაშია ჩვენი დღევანდელი შეკრების აზრი", _ განაცხადა შეკრებილთა წინაშე აფხაზეთში მოქმედი სახალხო პარტიის პოლიტსაბჭოს ლიდერმა იაკუბ ლაკობამ.
ახალი ათონის ტაძრის კედლებთან შეკრებილი ადამიანების შეკრების მთავარი შედეგი მათ მიერ მიღებული განცხადება გახდა - აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიიის შექმნის შესახებ. თავად შეკრებამ აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი სამმართველო ორგანოს სტატუსი მიიღო. კენჭისყრის შედეგად, მიღებული გადაწყვეტილებით მიტროპოლიის საბჭოში მიღებულია 12 წევრი. ამიერიდან საბჭოში შემავალი 6 სასულიერო და 6 საერო პირი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც აფხაზური ეკლესიის სასულიერო ცხოვრებას ეხება. საბჭოში შევამალ 6 საერო ადამიათა შორის არიან ისტორიკოსი, აფხაზეთის ყოფილი ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა და პოეტი დენის ჩახალია.
შეკრებამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება მიმართვა გაიგზავნოს ყველა ადგილობრივი მართლმადიდებული ეკლესიის ხელმძღვანელისა და წმინდა სინოდისადმი, შეიქმნას სპეციალური კომისიია მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენლის თავმჯდომარეობით აფხაზეთის მართლმადიდებული ეკლესიის კანონიკური სტატუსის განსახილველად. აფხაზური ეკლესიის ეპისკოპოსის კანდიდატურად სასულიერო პირი დოროფეი დბარი დასახელდა.
აფხაზური მედიის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ მიუხედავად, აფხაზეთის ე.წ. ხელისუფების, კერძოდ კი ე.წ. პრემიერ-მინისრის სერგეი შამბას დიდი ზეწოლისა და წინააღმდეგობისა კრება მაინც გაიმართა.
ლაკობას შეკრების ყველა მონაწილე დაეთანხმა. გამომსვლელთა აზრით დამოუკიდებელი სახელმწიფო შესაძლოა მხოლოდ დამოუკიდებელ ეკლესიასთან ერთად არსებობდეს. მათივე აზრით, აფხაზური ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხი კი არავითარ განხილვას არ ექვემდებარება, "ვინაიდან იგი თითქმის 100 წლის წინ შეიქმნა და დღესდღეობით იგი კი არ იქმნება, არამდე მხოლოდ მისი აღორძინება ხდება.
მასალის გამოყენების პირობები